11 თებერვალს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

11 თებერვალს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

109
გაზიარება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 11 თებერვალს თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
კრწანისის რაიონი
მტკვრის მარცხენა სანაპიროს (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, ფურცელაძის, ვეკუას, მტკვრის და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 15 საათამდე;
გორგასალის, ბეჟან კალანდაძის, ნადიკვარის და მარტვილის ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 12 საათამდე.
ვაკის რაიონი
ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის და ბაგების დასახლების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 12 საათამდე.
მთაწმინდის რაიონი
რუსთაველის გამზირის, კოსტავას,  ბაქრაძის, მელიქიშვილის, ჭოველიძის, ბელინსკის, ძმები კაკაბაძეების და ზანდუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
ისნის რაიონი
მოსკოვის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის, სამგორის, მეველეს და ნადირაშვილის ქუჩების  მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 16 საათამდე.
სამგორის რაიონი
ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების, სამხედრო დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 17 საათამდე.
დიდუბის რაიონი
დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
დიდგორის რაიონი
დაბა წავკისის და ტაბახმელას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 13 საათამდე.
ნაძალადევის რაიონი
გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ეკა ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის და ნათაძის ქუჩების მაცხოვრებლებს – 10 საათიდან 18 საათამდე.
საბურთალოს რაიონი
ნუცუბიძის პლატოს  IV მიკრორაიონის, ფერმწერთა დასახლების,  ქავთარაძის, (ნაწილობრივ), ონიაშვილის (ნაწილობრივ), შმიდტის, საირმის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს – 11 საათიდან 16 საათამდე.

კომენტარი