ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში – დაშავებულია ხუთი მგზავრი

ავტოსაგზაო შემთხვევა წყნეთში – დაშავებულია ხუთი მგზავრი

264
გაზიარება

წყნეთში, დილის საათებში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა დაშავებულები ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი N34 ავტობუსის მძღოლის ინფორმაციით, მანქანა მუხრუჭის დაზიანების გამო დაგორდა: „გავაჩერე, ჩამომსვლელები ჩამოვიდნენ. ამასობაში მუხრუჭი ჩავარდა, აღარ დაიჭირა, დაქანდა ქვემოთ, სიჩქარეში ვეღარ ჩავაგდე. ვიმარჯვე და იქ ხეებმა დაიჭირა“, – ამბობს ავტობუსის მძღოლი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

წყარო:http://kvira.ge

კომენტარი