ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება

156
გაზიარება

ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვალს, 14:00 საათიდან 15:00 საათამდე, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით და სამუშაოების სირთულის გათვალისწინებით, ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.
დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან  ვახუშტის ხიდის  გავლით,  სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს.

კომენტარი