ვეშაპურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

ვეშაპურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

46
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, ვეშაპურის ქუჩაზე, საგზაო სამუშაოები 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. გზის დაზიანებულ საფარს ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს.
მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
„ვეშაპურის ქუჩაზე, დაზიანებული რიყის ქვის დემონტაჟი უკვე განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა. ასევე, განთავსდება ქვაფენილის გამაგრების ზოლები, რის შემდეგაც ბაზალტის ძელაკები დამონტაჟდება. შესაბამისად, მოსახლეობა შეძლებს, კეთილმოწყობილი გზით ისარგებლოს“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, საგზაო სამუშაოებს კომპანია „გლობალ ჰაუსი“ აწარმოებს.
პროექტის ღირებულება 65 000 ლარია.

კომენტარი