თბილისი გაუზრდელ ბავშვს ჰგავს, რომელიც მხოლოდ მშობლებისთვისაა კარგი – “ტიფლისის” რეჟისორი

თბილისი გაუზრდელ ბავშვს ჰგავს, რომელიც მხოლოდ მშობლებისთვისაა კარგი – “ტიფლისის” რეჟისორი

1694
გაზიარება
სერიალ "ტიფლისის" რეჟისორი ლევან დაბრუნდაშვილი

რა მომწონს თბილისში? – ხელოვანი ადამიანების ის ნაწილი, რომელმაც თბილისში კულტურა შექმნა ან შეუნარჩუნა, უბნის კულტურა ძალიან მნიშვნელოვანია, ერთობის თვალსაზრისით. მეგობრობისა და ზრუნვის ერთ-ერთი ფორმა დახმარება და გვერდში დგომაა და არა მუდმივი დაპირისპირება და შუღლი ადამიანებში.
რა არ მომწონს თბილისში? – დღევანდელ თბილისს შევადარებდი გაუზრდელ ბავშვს, რომელიც მხოლოდ მშობლებისთვისაა კარგი სახლში, ხოლო გარეთ არავინაა. სამწუხარო ფაქტია, რომ ბოლო 30 წელია, უკულტურო ქუჩის მასა იმაზე ფიქრობს, რა ,,იჩალიჩოს“, არადა შრომას ფული მოაქვს. სადაც მონდომებაა, იქ ყველაფერი გამოვა.
რას შევცვლიდი დღევანდელ თბილისში? – გავშლიდი ქალაქს, ავაშენებდი ბევრ ხიდს, გავხსნიდი კოლეჯებს, სადაც ადამიანებს შეეძლებოდათ სხვადასხვა პროფესიის დაუფლება სწრაფად და მარტივად. პარლამენტს გადავცემდი ხელოვან ადამიანებს: მუსიკოსებს, მხატვრებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და მათ მიეცემოდათ საშუალება, გამოეყენებინათ სივრცე, რომელშიც მოეწყობოდა ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენებები, პრეზენტაციები – ეს, სანახაობის თვალსაზრისით, ტურისტებისთვისაც მიმზიდველი და საინტერესო იქნებოდა. ყველა არასტანდარტულ ადამიანს მივცემდი თავისუფალ სივრცეს, მეორედ დასაბადებლად!
ყველაზე დიდ ენერგიას დავხარჯავდი იმაში, რომ ხელოვანი ადამიანები ყოფილიყვნენ აპოლიტიკურები, ჩვენივე ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.
წარმატებები, ქართველებო!

მოამზადა ნათია კოსტავამ

კომენტარი