როგორი იქნება განახლებული მზიური (ფოტოკოლაჟი)

როგორი იქნება განახლებული მზიური (ფოტოკოლაჟი)

696
გაზიარება

გასული წლის დეკემბერში, თბილისის მერმა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაციის პროექტი პრეზენტაცია გამართა. როგორც “ახალი მზიურის” ფბ- გვერდი იუწყება პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.
სარეაბილიტაციო არეალი 13 ჰა ფართობ ტერიტორიას მოიცავს და საერთო ჯამში 7,799,705 ლარის დახარჯვა იგეგმება.პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა საველოსიპედე ბილიკები, ფანჩატურები, სასმელი წყლის სოკოები, დასასვენებელი ადგილები. ასევე, სკეიდბორდის და საბავშვო გასართობი მოედნები, მცირე ზომის საფეხბურთო მოედანი. შესაძლებელი იქნება ველოსიპედების ქირაობაც.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება  2020 წლის ბოლოს იგეგმება.როგორი იქნება განახლებული მზიურის პარკის ტერიტორია, შესაბამის ფოტოებს “ახალი მზიურის” ფბ – გვერდი ავრცელებს.

კომენტარი