შინდისში კომბინირებული სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

შინდისში კომბინირებული სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა

79
გაზიარება

მთაწმინდის გამგეობამ შინდისში კომბინირებული სპორტული მოედნის მშენებლობა და მის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა დაასრულა.
სპორტული სივრცის მოწყობისთვის განხორციელებულ სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი მოედანი განკუთვნილია, როგორც ფეხბურთის, ასევე, კალათბურთის სათამაშოდ და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით.
სათამაშო ტერიტორია და საფეხმავლო ბილიკი არმირებული ფილებით მოპირკეთდა, რაზეც ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო, დამონტაჟდა განათების ქსელი.
პროექტის ფარგლებში, მოედნის ირგვლივ არსებულ ფერდთან გრუნტის დამჭერი კედელი აშენდა და გაბიონი მოეწყო, მიმდებარე სივრცე კი მოასფალტდა, სადაც პარკინგია შესაძლებელი.
ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 319 ათასი ლარი დაიხარჯა.

კომენტარი