10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქი მსოფლიოში – ინდოეთი უკონკურენტოა

10 ყველაზე დაბინძურებული ქალაქი მსოფლიოში – ინდოეთი უკონკურენტოა

122
გაზიარება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პლანეტის ყველაზე დაბინძურებული ქალაქების ათეული გამოაქვეყნა. კვლევა მსოფლიოს 100 ქვეყნის 4000 ქალაქში ჩატარდა. ჰაერში მავნე ნივთიერებების ე.წ. PM2.5 -ის ( ასფალტის, საბურავების, სულფატების და ნიტრატების მცირე ნაწილაკები) პროცენტული მაჩვენებელი – ეს იყო მთავარი კრიტერიუმი, რითაც კვლევის ავტორებმა ყველაზე დაბინძურებული ქალაქები გამოავლინეს.

1 კანპური – ინდოეთი:  PM2.5 – 173 მკგ/მ3

thumb-4-640x360

ინდოეთის მანქანათმშენებლობის, ქიმიური მრეწველობის, ტექსტილის და მეტალურგიის ცენტრი. ჰაერის დაბინძურების ხარისხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს, 10მკგ/მ3 -ს, აქ 17-ჯერ აღემატება.

2 ფარიდაბადი – ინდოეთი:PM2.5 – 172 მკგ/მ3

thumb-4-640x360

1-მილიონიანი ქალაქში ძირითადად ტრაქტორებს, საბურავებს, მაცივრებს და სხვადასხვა დანიშნულების ელექტროპროდუქციას აწარმოებენ.

3 ვარანასი – ინდოეთი:PM2.5 – 151 მკგ/მ3

thumb-4-640x360

ბუდისტების და ჯაინისტების წმინდა ქალაქი. ამავდროულად ინდუსების უმთავრესი რელიგიური ცენტრი.

4 გაია – ინდოეთი:PM2.5 – 149 მკგ/მ3

thumb-4-640x360

ინდუსების და ბუდისტების კიდევ ერთი წმინდა ქალაქი. ყოველწლიურად აქ ასეულ ათასობით მომლოცველი ჩადის, თუმცა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა, განსაკუთრებით, ჰაერის დაბინძურება საგანგაშო ნიშნულს თითმის 14-ჯერ აჭარბებს.

5 პატნა – ინდოეთი:PM2.5 – 144 მკგ/მ3

thumb-4-640x360

2-მილიონიანი ქალაქი მდინარე განგზე, მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს და ამავდროულად ყველაზე დაბინძურებულ ქალაქადაა აღიარებული.

6 დელი – ინდოეთი:PM2.5 – 143 მკგ/მ3

thumb-4-640x360

ინდოეთის მთავარი ფინანსური და ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი გაჯერებულია სხვადასხვა ტიპის საწარმოო სიმძლავრეებით, რაც მის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

7 ლაკხნაუ – ინდოეთი: PM2.5 – 142 მკგ/მ3

thumb-4-640x360

3-მილიონიან ქალაქში საკმაოდ მრავლადაა პარკები და მწვენე საფარი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ქალაში ეკოლოგიური მდგომარეობა ნორმებს შეესაბამებოდეს.

8 ბამანდა – კამერუნი: PM2.5 – 133 მკგ/მ3

thumb-4-640x360

ყავის ინდუსტრიის ცენტრი კამერუნში. ქალაქის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის მთავარ მიზეზად მის გარშემო არესებული ტყეების მასობრივი გაჩეხვა სახელდება.

9 არგა – ინდოეთი:PM2.5 – 131 მკგ/მ3

thumb-4-640x360

მსუბუქი მრეწველობის ცენტრი ინდოეთის ჩრდილოეთში. ჰაერის დაბინძურების მთავარ ფაქტორად ავტომობილების გამონაბოლქვი და გათბობის მიზნით მოსახლეობის მიერ ნახშირის გამოყენება სახელდება.

10 მიზაფარპული – ინდოეთი:PM2.5 – 120 მკგ/მ3

thumb-4-640x360

ტექსტილი და მძიმე მრეწველობა, ეს ის ფაქტორებია, რაც ქალაქის ეკოლოგიას მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

კომენტარი