ფონიჭალა 3-ში, N11 კორპუსის მიმდებარედ ახალი სანიაღვრე ქსელი ეწყობა.

ფონიჭალა 3-ში, N11 კორპუსის მიმდებარედ ახალი სანიაღვრე ქსელი ეწყობა.

114
გაზიარება

ფონიჭალა 3-ში, N11 კორპუსის მიმდებარედ ახალი სანიაღვრე ქსელი ეწყობა.
აღნიშნული კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ხშირად იტბორებოდა. შესაბამისად, მოსახლეობის თხოვნისა და აუცილებლობის გათვალისწინებით, კრწანისის რაიონის გამგეობამ მიიღო ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის გადაწყვეტილება, რომელიც ჟორდანიას ქუჩაზე უკვე არსებულ წყალარინების ქსელს დაუერთდება.
ახალი სანიაღვრე ქსელი N11 კორპუსის მოსახლეობას გადაუჭრის იმ პრობლემას, რომელიც მათ წლების განმავლობაში აწუხებდათ და მოსული ნალექისგან შექმნილი დისკომფორტისგან დაიცავს.
ახალი ქსელის სიგრძე 170 გრ.მ-ია.
სამუშაოებს შპს „საქ-მშენი“ მარტში დაასრულებს.

კომენტარი