ავლაბარში დაგეგმილი სავაჭრო ცენტრის პროექტზე ნებართვა არ გაცემულა – შეთანხმებულია ესკიზი

ავლაბარში დაგეგმილი სავაჭრო ცენტრის პროექტზე ნებართვა არ გაცემულა – შეთანხმებულია ესკიზი

307
გაზიარება

ავლაბრის მეტროსთან სავაჭრო ცენტრის აშენების საკითხმა მოსახლეობაში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. დამონტაჟებული ფოტომასალა, თუ როგორი უნდა იყოს ახალი სავაჭრო ობიექტი, Architectural Forum-ის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
“სითი კვირა” დაინტერესდა, უკვე მიღებული აქვს თუ არა პროექტს არქიტექტურის სამსახურის ნებართვა და როდის დაიწყება მისი განხორციელება.
როგორც არქიტექტურის სასმახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე პროექტი არ არის შეთანხმებული და არც მშენებლობის ნებართვაა გაცემული. შეთანხმებულია მხოლოდ ესკიზი, რომელიც კულტურული მემკვიდერეობის დაცვის საბჭომ მოიწონა.

კომენტარი