,,თბილისში იასამნის სურნელება ჩილიმის სუნმა შეცვალა” – ჯანო იზორია

,,თბილისში იასამნის სურნელება ჩილიმის სუნმა შეცვალა” – ჯანო იზორია

323
გაზიარება

მე თბილისელი არ ვარ, ,,ჩამოსული” ვარ, თუმცა ძალიან მიყვარს ეს ქალაქი.
სამწუხაროა, რომ თბილისში იასამნის სურნელება ჩილიმის სუნმა შეცვალა, ჰაერი დაბინძურდა, სუნთქვა შეუძლებელია, რაც ძალიან მაწუხებს.
დედაქალაქში ძალიან მომწონს პანთეონი. იქ სიმშვიდე, სიწყნარე და სიმწვანეა. დიდი იმედი მაქვს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე არავინ არ ააშენებს უმსგავსო შენობებს და კიდევ უფრო არ დაამახინჯებენ თბილისს.
ჩემი ნება რომ იყოს, გავამწვანებდი ქალაქს, ლაღს გავხდიდი ლაღიძის თბილისივით.

მოამზადა ნათია კოსტავამ

კომენტარი