მოსკოვის გამზირის N36-ში მრავალკომპონენტიან დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ

მოსკოვის გამზირის N36-ში მრავალკომპონენტიან დასასვენებელ სივრცეს მოაწყობენ

178
გაზიარება

სამგორის გამგეობა რაიონში საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობას აგრძელებს. მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, მოსკოვის გამზირის N36-ში მასშტაბური პროექტი დაიწყო. რამდენიმე მაღალსართულიანი კორპუსის საერთო ეზოში ინფრასტრუქტურა წესრიგდება და მრავალკომპონენტიანი დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.
სამგორის გამგებელმა, კახა გულედანმა, ინფრასტრუქტურის განყოფილების თანამშრომელთან ერთად, დაგეგმილი პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო და მოისმინა მათი წინადადებები, რომლებსაც პროექტში გაითვალისწინებენ.
ამ ეტაპზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში 3 200 კვ.მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ასევე, ტროტუარები და ბორდიური ეწყობა. აღნიშნულ სამუშაოებამდე სრულად შეიცვალა წყალარინების სისტემა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ მასშტაბური დასასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება. ეზოს ტერიტორიაზე განთავსდება თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი, ფიტნეს ტრენაჟორები, დასასვენებელი პავილიონები, საბავშო ატრაქციონები და საბაღე სკამები; დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

კომენტარი