როგორი იქნება სკვერი, რომელსაც გაბრიელ სალოსის V შესახვევში მოაწყობენ?

როგორი იქნება სკვერი, რომელსაც გაბრიელ სალოსის V შესახვევში მოაწყობენ?

144
გაზიარება

ისნის რაიონის გამგეობა ნავთლუღში, ბერი გაბრიელ სალოსის V შესახვევში, N6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სკვერის მოწყობას იწყებს.
აღნიშნულ მისამართზე პროექტის პრეზენტაცია ისნის რაიონის გამგებელმა, კახა ლაბუჩიძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ გამართეს, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას სკვერის მოწყობის დეტალები გააცნეს და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მათი მოსაზრებები მოისმინეს.
პროექტის ფარგლებში, 850 კვ.მ. ფართობზე მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედანი, ფიტნეს ზონა, დაიდგმება დასასვენებელი სკამები და ფანჩატურები, ტერიტორია მთლიანად გამწვანდება, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და ლამპიონები.
„დღეს მოსახლეობას მათივე კორპუსის წინ თანამედროვე სკვერის მოწყობის პროექტი წარვუდგინეთ. ჩვენი მთავარი მიზანია, ბიუჯეტიდან დახარჯული ყოველი ლარი ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნებზე და საჭიროებებზე იყოს გათვლილი. ასეთი კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცე ყველა უბანში მაქსიმალურად მეტი უნდა გაკეთდეს, რათა დედაქალაქში არსებულმა საცხოვრებელმა გარემომ ცივილური და მოწესრიგებული იერსახე მიიღოს“, – აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.
პროექტის განსახორციელებლად ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 87 292 ლარი გამოყო, ხოლო სამუშაოებს გამგეობის დაკვეთით შპს “არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსი“ უახლოეს დღეებში დაიწყებს.

კომენტარი