რეკრეაციული, საოფისე და საცხოვრებელი ზონა დიდუბეში – რკინიგზა თბილისს მიღმა

რეკრეაციული, საოფისე და საცხოვრებელი ზონა დიდუბეში – რკინიგზა თბილისს მიღმა

2636
გაზიარება

რა სარგებელს მიიღებს თბილისი იმ შემთხვევაში, თუ ქალაქიდან რკინიგზის მაგისტრალური ხაზის გატანა ან მისი გვირაბში მოქცევა გადაწყდება? არსებობს თუ არა გამოთავისუფლებული ტერიტორიის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია?
2017 წელს თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, გიორგი ვარდანაშვილის ავტორობით, მომზადდა მაგისტრატურის ხარისხის სადიპლომო ნაშრომი, რომელშიც სწორედ რკინიგზისგან გამოთავისუფლებული ტერიტორიის შემდგომი განაშიანების დეტალური კონცეფციაა მოცემული.52025720_290690731622820_6095267803793719296_n
გამოთავისუფლებული ტერიტორიის რეკონსტრუქციის ურბანული განვითარების პროექტი გულისხმობს:

  • დიდუბის რკინიგზის სადგურიდან სამგორის რკინიგზის სადგურამდე არსებული რკინიგზის სატრანზიტო მაგისტრალის დემონტაჟს და მის ნაცვლად თანამედროვე ელექტროტრანსპორტის, მათ შორის, ტრამვაის ხაზის განვითარებას, რომელსაც ექნება პოტენციალი, სამომავლოდ დააკავშიროს ერთმანეთთან თბილისი, მცხეთა, ლილო, რუსთავი და გარდაბანი;
  • აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სამრეწველო დანიშნულების შენობა ნაგებობების დემონტაჟს;
  • ახალი სატრანსპორტო კავშირების შექმნას ტერიტორიის მიმდებარედ არსებულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე დაყრდნობით;
  • გამოთავისუფლებული ტერიტორიის 50 პროცენტის განაშენიანებას და დარჩენილი 50 პროცენტის კულტურულ – სარეკრეაციო ზონად გადაქცევას;
  • საპროექტო ტერიტორიაზე მრავალფუნქციური სარეკრეაციო სივრცის შექმნას;
  • საპროექტო ტერიტორიაზე მაღალი და საშუალო კლასის საოფისე ცენტრის შექმნას;
  • საპროექტო ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე ეკო-სტანდარტებზე გათვლილი საცხოვრებელი კვარტალების დაგეგმარებას;
  • მეტროს სადგურ გოცირიძის რეკონსტრუქცია-გაფართოვებას.

პროექტის თანახმად, გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე ფუნქციური ზონები შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • საცხოვრებელი ზონა – 19.5 ჰა;
  • საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – 14.8 ჰა;
  • სარეკრეაციო ზონა – 32 ჰა.

როგორც ირკვევა, საპროექტო ტერიტორია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქალაქის ცენტრში შეიქმნას განვითარებული საზოგადოებრივი მრავალფუნქციური კულტურულ – სარეკრეაციო ზონა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის არამხოლოდ ეკოლოგიურ მდგომარეობას, არამედ აამაღლებს მის კულტურულ სტატუსაც.

51936839_393537961209471_7466759932101001216_n
რკინიგზის გადატანის შედეგად გამოთავისუფლებლი ტერიტორიის 50 პროცენტს (32 ჰექტარი) დაიკავებს გრძივი მიმართულებით განვითარებული მრავალფუნქციურ სარეკრეაციო ზონა, რომლის სიგრძეც 2.2 კილომეტრი იქნება. აქვე შეიქმნება თანამედროვე ინფრასტრუქურა, რაც გულისხმობს საფეხმავლო, ველო და მსუბუქი ელექტროტრანსპორტის ბილიკებს, ასევე, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ობიექტებს, ბავშვთა გასართობ მოედნებს, ჩოგბურთის, მინიფეხბურთის და კალათბურთის მოედნებს, მრავალფუნქციურ ღია და დახურული პავილიონებს, კვების ობიექტებს, უნივერსალური ტრანსფორმირებად საკონცერტო დარბაზს, კულტურის ცენტრს, ღია ამფითეატრებს.

პროექტის ავტორის შეფასებით, ქალაქის ცენტრში  მაგისტალური სარკინიგზო ხაზის არსებობა უარყოფითად მოქმედებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და საფრთხისშემცველია ის გარემოებაც, რომ თითქმის ყოველწლიურად იზრდება ამ მაგისტრალით ფეთქებადსაშიში ტვირთების გადაზიდვა.
როგორც პროექტშია აღნიშნული, “დიდუბის” სადგურსა და “თბილისის ცენტრალურ” სადგურებს შორის არსებული ფართობი შეადგენს 104 ჰექტარს. ტერიტორიის სიგრძე 3.5 კილომეტრია. სიგანე ყველაზე ფართე ნაწილში (მეტო სადგურ “გოცირიძის” მიმდებარედ) შეადგენს 533 მეტრს. ტერიტორიის დიდი ნაწილი  კერძო საკუთრებაშია და აქედან  78.9 ჰექტარს საქართველოს რკინიგზა, 20.2 ჰექტარს  ვაგონშემკეთებელი ქარხანა, 2.2 ჰექტარს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ხოლო სხვა ფიზიკური პირები – 0,7 ჰექტარს ფლობენ.

52024218_358285364769106_3933509608647163904_n
როგორც კვლევის ავტორი მიუთითებს, რკინიგზის ქალაქგარეთ გატანა და ამ ადგილის სათანადოდ მოწყობა გარკვეულ სირთულეებთანაც იქნება დაკავშირებული, კერძოდ: რკინიგზის მთავარი სატრანსპორტო მაგისტრალის გასწვრივ ნავთობპროდუქტებით გაჯერებული გრუნტის ნაწილობრივი რეაბილიტაციის საჭიროება, ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლისა, ელექტრომომარაგების, წყალარინების და კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაციის აუცილებლობა. ასევე, იქ არსებული სამრეწველო შენობა-ნაგებობების ცუდი მდგომარეობა, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის მათ რეაბილიტაციას.52072602_680398595708444_8489350134419685376_n
ჰიპოთეტური საფრთხეების ჩამონათვალშია ასევე, არასათანადო ტრანსპორტით რკინიგზის გაუქმებული ხაზის ჩანაცვლება და როგორც შედეგი, აგლომერაციული სატრანსპორტო მომსახურების გაუარესება. საფრთხედ სახელდება უპრინციპო ადმინისტრირების პირობებში გამოთავისუფლებული ტერიტორიის არასისტემური (კომპლექსური დაგეგმარების გარეშე) განაშენიანება და  ახალ ტერიტორიაზე საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილების  დატვირთვების უკონტროლო ზრდაც.227789242
როგორც გიორგი ვარდანაშვილი აცხადებს, დღეს  თბილისი უდიდესი ქალაქგეგმარებითი პრობლემების წინაშე დგას. მისი თქმით, ერთ-ერთ დიდ პრობლემას წარმოადგენს თბილისის ცენტრში განივი კავშირების სიმცირე. კერძოდ კი, დიდუბის ხიდიდან ვახუშტის ხიდამდე თბილისის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილები სრულიად იზოლირებულია ერთმანეთისაგან. ამას ემატება რკინიგზის გასხვისების ზოლი, რომელიც ქმნის მეორე გრძივ ბარიერს ა. წერეთლის გამზირსა და ც. დადიანის ქუჩებს შორის. ეს იწვევს საავტომობილო ტრანსპორტის არარაციონალურ მიმოსვლას, მოძრაობის სიჩქარის შენელებას და პერიოდული საცობების გაჩენას. ყოველივე ეს კი  მოქმედებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ვარდანაშვილის შეფასებით, ქალაქიდან რკინიგზის მაგისტრალური ხაზის გატანა ამ პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.52290109_346443139294510_7315356815884025856_nროგორც ურბანისტი და არქიტექტორი გიორგი ვარდანაშვილი აღნიშნავს, ქალაქი უნდა ვითარდებოდეს მულტიცენტრული მოდელის გარშემო, რაც გულისხმობს დეცენტრალიზაციას და ფუნქციების თანაბრად გადანაწილებას. მისი აზრით, რკინიგზის ქალაქგარეთ გატანა თბილისის ბევრ უბანს განტვირთავს და ქალაქში  მიზიდულობის ახალი ცენტრი გაჩნდება.
“21-ე საუკუნის ქალაქში ინდუსტრიული ცენტრის არსებობა ისე, როგორც ეს ახლა თბილისშია, დაუშვებელია”, – აცხადებს ვარდანაშვილი.

ავტორი : ზურა ხაჭაპურიძე

კომენტარი