როგორ ებრძვიან ბაქოში მწეველ მძღოლებს – მგზავრები კანონის სადარაჯოზე

როგორ ებრძვიან ბაქოში მწეველ მძღოლებს – მგზავრები კანონის სადარაჯოზე

337
გაზიარება

ახლო მომავალში ბაქოში ძალაში შევა კანონი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მწეველი მძღოლების  მგზავრების მიერ დაჯარიმებას ითვალისწინებს.
იმისათვის, რომ საჭესთან მჯდომი მძღოლის დაჯარიმება მოხდეს, საკმარისი იქნება მწეველი მძღოლის ფოტო, და იმ სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება სადაც დარღვევა მოხდა. ამ ყველაფერს მგზავრი  ბაქოს სატრანსპორტო სააგენტოს ფბ- გვერდზე ატვირთავს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება.
როგორც ბაქოს ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული პირველ დაღღვევაზე ჯარიმა 50 მანათი იქნება. გამეორების შემთხვევაში სანქციაც მკაცრფება და შესაძლოა მძღოლმა სამუშაოც დაკარგოს.
როგორც ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, მგზავრი რომელიც ყველაზე მეტ დარღვევას გამოავლენს დაჯილდოვდება, თუმცა რა იქნება ეს ჯოლდო ამის შესახებ ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე არაფერია ნათქვამი.

კომენტარი