დღეს რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნება

დღეს რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნება

152
გაზიარება

21 თებერვალს, 18:30 საათზე ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში კინორეჟისორის, მხატვრისა და პოეტის, რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის წარდგენა გაიმართება.
20:30 საათზე კინოთეატრ რუსთაველის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
ღონისძიება ხელოვანის 85 წლის იუბილეს ეძღვნება.
რეზო ესაძე მონაწილეობდა 122 ფილმში და გადაიღო 11 ფილმი. არის მრავალი პრემიის ლაურეატი, მათ შორის -რუსთაველის პრემიის ლაურეატია.
1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.

კომენტარი