ახალი რეგულაციები სამშენებლო სექტორს – ბეტონის დაღვრა თბილისში დასჯადი ხდება

ახალი რეგულაციები სამშენებლო სექტორს – ბეტონის დაღვრა თბილისში დასჯადი ხდება

170
გაზიარება

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად,“ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ ახალი სახის ჯარიმები შემოდის.
კერძოდ, ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრა დასჯადი ხდება.როგორც კანონპროექტშია მითითებული, თბილისში გზის სავალ ნაწილზე ბეტონის დაღვრა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების განმეორების შემთხვევაში, 500 ლარიანი და 1000 ლარიანი ჯარიმებია გათვალისწინებული.
კანონპროექტი დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით  მომზადდა.

კომენტარი