თბილისი სისხლში უნდა გქონდეს დაბადებიდანვე – გია ბუღაძე

თბილისი სისხლში უნდა გქონდეს დაბადებიდანვე – გია ბუღაძე

483
გაზიარება
გია ბუღაძე - მხატვარი

ერთადერთი, რაც დღეს დედაქალაქში მომწონს ძველი თბილისია, მისივე არქიტექტურითა და კოლორიტი ადამიანებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი არიან დარჩენილი.
ამ ქალაქში უნდა იყო დაბადებული და გაზრდილი. არც სამტრედიელსა და არც ჭორვილელს ისე არ გამოუვა თბილისის აღორძინება, როგორც დედაქალაქში დაბადებულს. თბილისი სისხლში უნდა გქონდეს, ამ ქალაქში უნდა დაიბადო, ეს რომ იგრძნო და გაიაზრო.
დღეს რასაც თბილისისთვის აკეთებენ – უგემოვნობისა და პროვინციალიზმის გამოხატულებაა. აბსოლუტურად არაფერი არ მომწონს ქალაქში, საერთოდ არაფერი. იკარგება თბილისური გარემო, იკარგებიან თბილისელი კოლორიტები, ქალაქს განადგურება ემუქრება. უპირველესად, სახლში გავუშვებდი მერს, თავისი ვარდისფერი ქუდით, რომელმაც არ იცის, რა არის საჭირო დედაქალაქისთვის.
მერიიდან დაწყებული, საკრებულოთი დამთავრებული, შევცვლიდი ყველას და ყველაფერს, ისევ და ისევ ქალაქის საკეთილდღეოდ. წარმოდგენა არ აქვთ რას აკეთებენ, არც ინტელექტი, არც გემოვნება… უმდაბლეს დონეზე არიან, რაც დედაქალაქს, ბუნებრივია, აზიანებს. თბილისი ქალაქს აღარ ჰგავს!

მოამზადა ნათია კოსტავამ

კომენტარი