მეორადი საბურავების და ჯართის არასწორად განთავსებისას 500 ან 1000 ლარით დაჯარიმდებით

მეორადი საბურავების და ჯართის არასწორად განთავსებისას 500 ან 1000 ლარით დაჯარიმდებით

301
გაზიარება

მეორადი საბურავების, ჯართის და მარტივად აალებადი ნივთიერების განთავსება და რეალიზაციის წესების დარღვევა დასჯადი ხდება.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად,“ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსში“ ახალი სახის ჯარიმები შემოდის. თბილისში განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევა ადმინისტრაციული წესით – ფიზიკური პირის შემთხვევაში – 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით დაისჯება.
უფრო მაღალია ადმინისტრაციული ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუკი მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია დადგენილი წესის დარღვევით კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ხდება. დედაქალაქის ამ ტერიტორიაზე ფიზიკური პირები – 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირები – 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 2 000 ლარიდან 6 000 ლარის ფარგლებშია განსაზღვრული.
კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება მიმდინრე კვირაში მოხდება.

კომენტარი