გამგეობის ორგანიზებით, ფრენბურთის ტურნირი – „დიდუბე 2019“ გაიმართა

გამგეობის ორგანიზებით, ფრენბურთის ტურნირი – „დიდუბე 2019“ გაიმართა

180
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის არენაზე, სასკოლო გუნდებს შორის ფრენბურთის ტურნირი – „დიდუბე 2019“ ჩატარდა.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა მიიღეს.
„დიდუბე 2019“ ფრენბურთის ეროვნულ ფედერაციასთან შეთანხმებით, ოლიმპიური პრინციპითა და FIVB სტანდარტის დაცვით ჩატარდა.
სასკოლო ტურნირის გამარჯვებული N155 სკოლის გუნდი „ლელო“ გახდა, რომელიც თბილისის მასშტაბით დაგეგმილ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. მეორე, მესამე და მეოთხე საპრიზო ადგილები N140, N166 და N130 საჯარო სკოლის გუნდებმა გადაინაწილეს.
გამარჯვებულ გუნდებს დიდუბის რაიონის გამგეობისა და ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა საჩუქრად თასები, მედლები, სიგელები და სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადასცეს.

 

კომენტარი