თბილისში უნდა იგრძნობოდეს როგორც ქალაქის, ასევე, მთელი ქვეყნის გულისცემა – ბაღათერ არაბული

თბილისში უნდა იგრძნობოდეს როგორც ქალაქის, ასევე, მთელი ქვეყნის გულისცემა – ბაღათერ არაბული

315
გაზიარება

თბილისი საქართველოს სიმბოლოა. თბილისი ჩვენი ღირებულებათა ცენტრია, სადაც წარმოჩინდება ყველაფერი მნიშვნელოვანი, რაც შეგვიქმნია. როცა უცხოელები ჩამოდიან, შენ მათ, დედაქალაქის სახით, შენი ისტორია უნდა აჩვენო. თბილისში უნდა იგრძნობოდეს როგორც ქალაქის, ასევე, მთელი ქვეყნის გულისცემა.
თუ არ ჩავთვლით ძველ წლებს და გაუთავებელი მშენებლობების ბუმს, თბილისი დღეს უფრო ვითარდება და იხვეწება.
მაღლივი შენობების აშენება უნდა შეიზღუდოს. აუცილებელია, ქალაქისთვის დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი ღირებულებები შევინარჩუნოთ და ეს მშენებლობები ქალაქიდან გავიტანოთ. ძალიან კარგია ახალი გადაწყვეტილება K2 კოეფიციენტის გაყიდვის და გადაჭარბების შეზღუდვის თაობაზე, რაც ადრეც უნდა მიეღოთ.
მნიშვნელოვანია ტრანსპორტის მხრივ არსებული სიახლეც, რომელიც თბილისის მერიამ შეიმუშავა. საზოგადოებრივი ტანსპორტი უნდა განვითარდეს და მას მეტი დატვირთვა მიეცეს. სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გააქტიურების ხარჯზე უნდა მოხდეს კერძო მანქანების ერთგვარი შეზღუდვა. ხალხმაც სამსახურში სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა იაროს.
საბოლოოდ, თბილისს აქვს პერსპექტივა, გახდეს უკეთესი ქალაქი, ვიდრე დღეს არის. აუცილებელია რეგულირება. უნდა გააქტიურდეს თბილისის მუნიციპალური ინსპექციაც. არ შეიძლება ხეებისა და ბაღების გაჩეხვა. ყველა ხეს, ყველა ბაღს, ყველა სკვერს მოფრთხილება უნდა, რადგან ჩვენ, მათი განადგურებით, ვკარგავთ იმ ჟანგბადს, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვსუქნთავთ.

კომენტარი