კალაძე: საქართველო მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა გახდება, რომლის უმთავრესი პრორიტეტი განათლებაა

კალაძე: საქართველო მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა გახდება, რომლის უმთავრესი პრორიტეტი განათლებაა

162
გაზიარება

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ დედაქლაქის ყველა რაიონში ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულებების შემნას ხელი შეუწყოს და განავითაროს ინფრასტრუქტურა.
თბილისის მერის შეფასებით, მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს წარადგინა, ქვეყანაში ხარისხიანი განათლების მიღებას შუწყობს ხელს.
“მე, როგორც დედაქალაქის მერი სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ აღნიშნულ ინიციატივას და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა განათლების ხელმწისაწვდომობა, თბილისის ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზარდოს. ჩვენ, ყველა უბანში, ხარისხიანი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნას შევუწყობთ ხელს. 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბაღები უფასო გახდა და ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ყოველწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი ბავშვის რაოდენობა. შესაბამისად, ჩვენ ვდგავართ ახალი გამოწვევების წინაშე. საჭიროა დამატებითი ინფრასტუქტურა იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი პატარების სრულფასოვანი აღზრდა და შესაძლებლობა მივცეთ, რომ შესაბამის პირობებში მიიღონ განათლება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას გავაკეთებთ. დაგეგმილი გვაქვს მომდევნო წლების განმავლობაში რამდენიმე ათეული ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. სწორედ ამ ასაკიდან იწყება განათლების მიღება და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბება, რასაც შემდეგი ეტაპები მოჰყვება. განათლების აბსოლუტურ პრიორიტეტად გამოცხადება რეფორმით გათვალისწინებულ ხუთივე დონეს, უდიდეს პროგრესს მოუტანს. გილოცავთ, ამ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას და დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივით, ფინეთთან, ნორვეგიასთან, სინგაპურთან ერთად საქართველო მსოფლიოს მეოთხე ქვეყანა გახდება, რომლის უმთავრესი პრორიტეტი განათლებაა“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარი