დიდუბის რაიონში ღონისძიება „გაზაფხულის დღესასწაულები“ გაიმართა

დიდუბის რაიონში ღონისძიება „გაზაფხულის დღესასწაულები“ გაიმართა

249
გაზიარება

დიდუბის რაიონში დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ღონისძიება სახელწოდებით „გაზაფხულის დღესასწაულები“ გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დიდუბის რაიონში მდებარე საჯარო სკოლის პედაგოგები, კულტურის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქალბატონები, ასევე რაიონში არსებული საზოგადოებრივი საბჭოების წარმომადგენელი ქალბატონები, რომლებმაც საზოგადოებას ლიტერატურული და მუსიკალური ნომრები წარუდგინეს.
საღამოს მონაწილეები ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებული კონკურსანტები და შემოქმედებითი ჯგუფები გამოავლინა.
ქალბატონების სადღესასწაულო განწყობაზე მომღერლებმა დავით არჩვაძემ, ანდრია გველესიანმა, გიორგი ცხადაძემ და ბექა ჩხაიძემ იზრუნეს.
ღონისძიებას დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ქალბატონებს საგაზაფხულო დღესასწაულები მიულოცა და სიგელებით, ვაუჩერებითა და ყვავილებით დააჯილდოვა.
დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო სახელწოდებით „გაზაფხულის დღესასწაულები“ დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, „დიდუბე პლაზაში“ ჩატარდა.

 

კომენტარი