მე თბილისს ვეღარ ვცნობ – დავით ევგენიძე

მე თბილისს ვეღარ ვცნობ – დავით ევგენიძე

161
გაზიარება

თბილისი ძალიან მიყვარს, ის მთელი ჩემი ბავშვობაა. აქ დავიბადე, გავიზარდე და გავატარე ცხოვრების საუკეთესო წლები, თუმცა მე ჩემს ქალაქს ვეღარ ვცნობ. თბილისმა დაკარგა ის მთავარი ნიშა, რითაც ყოველთვის გამოირჩეოდა საქართველოს სხვა ქალაქებისგან.
დედაქალაქი დღეს სხვანაირია. სამწუხაროდ, ამ ქალაქში თბილისელებს ვეღარ ვხვდები. თბილისში აღარ არიან ის ადამიანები, რომელთა გამოც თბილისი თბილისი იყო. მაგალითად – ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე … დღეს კოლორიტები თითზე ჩამოსათვლელი გახდნენ. სწორედ ამ ადამიანების არყოფნის გამო, მე ჩემს ქალაქს ვეღარ ვცნობ, თბილისი არ ჰგავს თავის თავს.

მოამზადა ნათია კოსტავამ

კომენტარი