საბურთალოს სამ მისამართზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს სამ მისამართზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

376
გაზიარება

საბურთალოს რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას განაგრძობს. იოსებიძის ქუჩა N65-ში, ვაჟა-ფშაველას შესახვევის N3-სა და ფანასკერტელის ქუჩა N16-ში დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიებზე საბავშვო ატრაქციონი, გარე განათების ბოძები და საბაღე სკამები დამონტაჟდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
სამივე პროექტის ღირებულება 206 372 ლარს შეადგენს.

კომენტარი