სპორტული კომპლექსი, სადაც პარაშუტით ხტომას შევძლებთ – მერია ახალ იდეას განიხილავს

სპორტული კომპლექსი, სადაც პარაშუტით ხტომას შევძლებთ – მერია ახალ იდეას განიხილავს

219
გაზიარება

მოქალაქე ფილიპე ხუფენია დედაქალაქის მერს სთავაზობს, თბილისში მოეწყოს სპორტულ-გასართობი კომპლექსი, სადაც მსურველებს პარაშუტით ხტომა ე.წ. skydiving შეეძლებათ. იდეის ავტორის აზრით, ის, ერთი მხრივ, მოემსახურება ადგილობრივებს და მოიზიდავს ტურისტებს და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს ძალოვანი სტრუქტურების შესაბამისი სადესანტო და სპეცდანიშნულების მებრძოლების გადამზადებას ზედმეტი დანახარჯის გარეშე.
“აღნიშნული პროექტი წარმოადგენს სპორტულ-გასართობ საპარაშუტო სიმულატორს, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას, შეიგრძნოს ჰაერში ფრენის განცდა, ამავე დროს იძლევა საშუალებას, მოამზადოს ძალოვანი სტრუქტურების შესაბამისი სადესანტო და სპეცდანიშნულების მებრძოლები ზედმეტი დანახარჯის გარეშე. საშუალოდ, ვერტმფრენის ერთი აფრენა და 20 პირის პარაშუტით გადმოხტომის ღირებულება, დაახლოებით, 3000ლარს შეადგენს. ამიერკავკასიაში არ არსებობს ასეთი ტიპის სპორტულ-გასართობი კომპლექსი. დაახლოებით, 8 წლის წინ ასეთ პროექტზე ვმუშაობდი თბილისის საავიაციო უნივერსიტეტის აეროდინამიკის კათედრის თანამშრომლებთან ერთად, თუმცა, თანხების უქონლობის გამო, ვერ განხორციელდა. ასეთი ტიპის კომპლექსის გახსნა მისცემს საშუალებას ტურისტებს, უფრო დაბალ ფასში მიიღონ პროდუქტი, ვიდრე ეს სხვა ქვეყნებშია. ამავე დროს არსებობს სპორტული სახეობა Freestyle skydiving, რომლის ფარგლებშიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები ტარდება. ამ სახეობას, ასევე, უწოდებენ ჯამრთელ და უსაფრთხო ნარკოტიკს, რადგან მისი ერთხელ შეგრძნობის შემთხვევაში, ადამიანს უჩნდება სურვილი, კიდევ მრავალჯერ განიცადოს ეს შეგრძნება.”- აღნიშნავს ფილიპე ხუფენია idea.tbilisi.gov.ge-ზე, სადაც მოქალაქეები საკუთარ იდეებს ათავსებენ.
მის მოსაზრებას 2500-ზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და შესაბამისად, ის ქალაქის ხელმძღვანელობას განსახილველად უკვე გადაეგზავნა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ.

კომენტარი