ავტობუსი, რომელიც გვირაბში ვერ შეეტია, აფეთქდა (ვიდეო)

ავტობუსი, რომელიც გვირაბში ვერ შეეტია, აფეთქდა (ვიდეო)

447
გაზიარება

სტოკჰოლმში მდებარე ამ გვირაბში სატვირთოები და ავტობუსები, სიმაღლის შეზღუდვის გამაფრთხილებელი ნიშნების არსებობის მიუხედავად, არაერთხელ გაჭედილან, თუმცა ამჯერად შედეგი გაცილებით მძიმეა. ავტობუსი, რომელსაც მგზავრები არ გადაჰყავდა, გვირაბის ზედა მხარესთან შეჯახების შედეგად აფეთქდა. დაშავდა მხოლოდ მძღოლი, რომელიც, საბენდიეროდ, გადარჩა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ავტობუსის უკან მიმავალი ავტომობილიდან ვიღაც ვიდეოს წინასწარ იღებს. ის ელოდა, რომ ავტობუსი გვირაბში გაიჭედებოდა, თუმცა მის აფეთქებას, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა.
აფეთქების მიზეზი კი გაზის ავზი გახდა, რომელიც ავტობუსის სახურავზე იყო განთავსებული.

კომენტარი