არქივში გამოფენა სახელწოდებით – „საქართველოს დამფუძნებელი კრება – 100“ გაიმართა

არქივში გამოფენა სახელწოდებით – „საქართველოს დამფუძნებელი კრება – 100“ გაიმართა

81
გაზიარება

დღეს, საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან  ზუსტად 100 წლის შემდეგ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში მხოლოდ  ერთი დღით გამოიფინა ეროვნულ არქივში ამ ისტორიული ფაქტის ამსახველი საარქივო დოკუმენტების დედნები:

  • საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, მიღებული 1918 წლის 26 მაისს და დამტკიცებული 1919 წლის 12 მარტს, დამფუძნებელი კრების პირველ სხდომაზე (ეკუთვნის საქართველოს პარლამენტს, დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში);
  • 1919 წლის 12 მარტის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის  ოქმი;
  • სხდომის ფოტოები.

დამფუძნებელი კრება იყო საქართველოს დემოკრატიული  რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 1919 წლის 14-16 თებერვალს საყოველთაო, ფარული, თანაბარი, პირდაპირი  კენჭისყრით აირჩია საქართველოს მოსახლეობამ.
დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა კი, 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა.
დამფუძნებელი კრების წევრთა შორის 5 ქალი იყო.

კომენტარი