საქართველოს პირველი ველოტრეკი, რომელმაც ფუნქციონირება 1886 წელს დაიწყო

საქართველოს პირველი ველოტრეკი, რომელმაც ფუნქციონირება 1886 წელს დაიწყო

234
გაზიარება

საქართველოში ველოსპორტი XIX საუკუნის მიწურულს შემოვიდა, როცა თბილისში, დიდი მთავრის (ახლანდელი დიმიტრი უზნაძის) ქუჩაზე პირველი ველოტრეკი აიგო. როგორც “ქართული სპორტის” “ფეისბუქგვერდზეა” აღნიშნული, ამ საქმის ერთ-ერთი თაოსანი ცნობილი სამხედრო ინჟინერი, თავადი ვასილ ჯორჯაძე (1856-1927) გახლდათ, რომელმაც საკმაოდ დიდი თანხა გაიღო.
ველოტრეკის გახსნის ოფიციალურ თარიღად 1892 წელი სახელდება, ძველ ველოსიპედისტთა გადმოცემით კი, აქ 1886 წლიდან უკვე იმართებოდა შეჯიბრებები, მაგრამ უსახსრობის გამო, არენა მალე დაიხურა.
1893 წელს ტრეკი ვასილ ჯორჯაძეს გამოუსყიდია და ექვსთა ტურნირი მოუწყვია. პეტერბურგის ჟურნალ „ველოსიპედის“ მიხედვით, ამ ტურნირში სწორედ ჯორჯაძეს გაუმარჯვია, თანაც – დიდი უპირატესობით. ამიტომაც არის, რომ საქართველოს პირველ ველოსიპედისტად ვასიოლ ჯორჯაძეა აღიარებული.

კომენტარი