ტაქსების თეთრად გადაღებვა დაიწყო – ქიმწმენდასა და გადაღებვაზე 65 ვაუჩერია გაცემული

ტაქსების თეთრად გადაღებვა დაიწყო – ქიმწმენდასა და გადაღებვაზე 65 ვაუჩერია გაცემული

128
გაზიარება

დღეის მდგომარეობით, კომპანია “ალმამ” ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებს მანქანის გადაღებვისა და ქიმწმენდის 65 ვაუჩერი გადასცა.
როგორც “ალმაში” განმარტავენ, ვაუჩერის მიღება მძღოლებს ქალაქის მასშტაბით განთავსებულ 5 სერვის ცენტრში შეუძლიათ. კერძოდ: ისანი,  ქ.წამებულის გამზირის  71-ის მოპირდაპირედ ( „ვისოლის“ ბენზიჰგასამართი სადგური) აღმაშენებლის ხეივანი ახმეტელისა და მიქელაძის ქუჩებს შორის („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), მტკვრის მარცხენა სანაპირო დიდუბის ავტოსადურიდან ქსნის ქუჩისკენ მიმავალ გზაზე („ვისოლის“ ავტოგასამართი სადგური), აკაკი ბელიაშვილის 125 (G Energy სერვისცენტრი), ჭავჭავაძის 74 ბ (ს/ს „ვისოლის“ სათაო ოფისი).
როგორც “ალმას” იურიდიული სამსახურის უფროსი ლადო ლომსაძე აცხადებს, ვაუჩერის მისაღებად საჭიროა ტაქსით  მომსახურების ნებართვა- ლიცენზია, რომელიც გაცემულია 2018 წლის 11 ოქტომბრამდე; ასევე უნდა იყოს წარმოდგენილი ტექნიკური დათვალიერების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის  და მძღოლის პირადობის მოწმობა.
შეგახსენებთ, რომ მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ალმა“ ტაქსებს მხოლოდ იმ მძღოლებს გადაუღებავს, რომლებიც თანახმა იქნებიან კომპანიის რეკლამა ავტომანქანაზე 2 წლის განმავლობაში განათავსონ.
როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბრიდან, დედაქალაქს A და B კატეგორიის ტაქსები მოემსახურება. თეთრ ტაქსებს A კატეგორია მიენიჭებათ. მათ მერია ტაქსის მანათობელ ნიშანს წარწერით „TAXI თბილისი“ უფასოდ გადასცემს.
B კატეგორიის ტაქსებს შეეძლებათ მგზავრების აპლიკაციებითა თუ ქოლცენტრების მეშვეობით მომსახურება. ამავდროულად, B კატეგორიის ტაქსები A კატეგორიისგან განსხვავებით, ტაქსის ნიშნის ტარებასა და მგზავრის ქუჩიდან აყვანას ვერ შეძლებენ.
2019 წლის ოქტომბრიდან, ორივე კატეგორიის ტაქსით მომსახურების ნებართვას მხოლოდ ხუთკარიანი და მარცხენასაჭიანი ავტომანქანების მფლობელები მიიღებენ.

კომენტარი