კალაძე – პარლამენტარ ოდიშარიას სასტუმროს მშენებლობა თაბორზე მიუღებელია

კალაძე – პარლამენტარ ოდიშარიას სასტუმროს მშენებლობა თაბორზე მიუღებელია

160
გაზიარება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თაბორის მთაზე, სადაც მიწის ნაკვეთის მფლობელი პარლამენტარი ბექა ოდიშარიაა, სასტუმრო არ აშენდება.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, არსებული მშენებლობა მერიისთვის მიუღებელია და გადაწყვეტილება ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.
„საზოგადოების განხილვის საგნად იქცა დედაქალაქის ტერიტორიაზე თაბორის ქუჩაზე განაშენიანების მიზანშეწონილობის საკითხი, სადაც სასტუმროს პროექტი უნდა განხორციელებულიყო. ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი ეკუთვნის ბექა ოდიშარიას, პარლამენტის წევრს, რომელიც ჩემი მეგობარია, აქ დასამალი არაფერი მაქვს. მეგობრობა, ერთი გუნდის წევრობა მნიშვნელოვანია, თუმცა პირველ ადგილზე ვაყენებთ ქალაქის ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემულია არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, ჩვენთვის აქ მშენებლობა არ არის მისაღები”, – განაცხადა მან.
კალაძის  განცხადებით, მსგავსი სიტუაცია შეიქმნა კუს ტბის და ვაკის პარკის ტერიოტირაზეც და იქ მშენებლობაზე  უარი ითქვა.
“ვუდასტურებ ბექას ჩემს პატივისცემას, ის ამ მიწის კეთილსინდისიერი მფლობელია, თუმცა იგივე შემთხვევა მოხდა კუს ტბის ტერიტორიაზე „ოტიუმის“ წინ, სადაც სასტუმროს მშენებლობა სურდათ, ასევე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აღარ განხორციელდა მშენებლობა, რადგან ასეთ სიტუაციებში ჩვენი ქალაქის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ”, – აცხადებს კალაძე.

კომენტარი