ირაკლი ხმალაძე: უნდა დაიწეროს თბილისის მეტროს ახალი ისტორია

ირაკლი ხმალაძე: უნდა დაიწეროს თბილისის მეტროს ახალი ისტორია

68
გაზიარება

თბილისის ვიცე მერის, ირაკლის ხმალაძის განცხადებით, ავლაბრის მეტროს საპროექტო დოკუმენტაცია და ვიზუალური ნაწილი მომზადებული და მიღებულია მანამ, სანამ მერი კახა კალაძე გახდებოდა. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მიღებული დოკუმენტი არ მოსწონთ, თუმცა პროექტი ვიზუალურად დასახვეწია.
“ჩვენი იდეა არ არის თბილისის მეტროს ვესტიბულების კოსმეტიკური რემონტი, ჩვენი იდეაა, მოხდეს სრული რეაბილიტაცია და მოდერნიზება, უნდა დაიწეროს თბილისის მეტროს ახალი ისტორია. ვიზუალური ნაწილი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული, აღარ მაქვს საუბარი უსაფრთხოებაზე.
შესრულება უნდა მოხდეს ისეთი არქიტექტურით და დიზაინით, რომელიც ათეულობით წელს გაუძლებს. კაფელით და მეტალოპლასტმასის ჯიხურებით მეტროსადგურების მოდერნიზება ჩვენი მეთოდი არ არის.
მერის დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო კომპანია მოახდენს არქიტექტორების და დიზაინერების ჯგუფის მობილიზებას, თუ დასჭირდება გარე რესურსების მოზიდვა, ამასაც გააკეთებენ და განსხვავებული სტანდარტით მოხდება თბილისის მეტროს რეაბილიტაცია.”- აღნიშნა ხმალაძემ.

კომენტარი