ღოღობერიძის ქუჩაზე ახალი სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო

ღოღობერიძის ქუჩაზე ახალი სანიაღვრე კოლექტორის მოწყობა დაიწყო

52
გაზიარება

ღოღობერიძის ქუჩაზე ახალი სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო, რომელიც მიმდებარე კორპუსის მოსახლეობას წვიმის შედეგად ჩამოსული წყლისგან დაიცავს.  ასევე, რკინიგზის ხაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რადგან აქამდე წყლის ნაკადი პირდაპირ  ლიანდაგზე გადაედინებოდა.
სწორედ ამ  კოლექტორზე მოხდება ზემო ფონიჭალის ნაწილი სანიაღვრე ქსელების დაერთება, შესაბამისად,  ის  მთავარი კოლექტორის ფუნქციას შეასრულებს და მოსახლეობას  ათწლეულების განმავლობაში არსებულ  პრობლემას მოუხსნის.
კოლექტორის დიამეტრი 1200 მმ-ია, ხოლო სიგრძე – 250 მეტრი.
„ზემო ფონიჭალაში ამ დრომდე  სანიაღვრე სისტემა საერთოდ არ არსებობდა. სწორედ მოსახლეობის თხოვნის და საჭიროების გათვალისწინებით დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება, რომელიც სამომავლოდ ადგილობრივებს  წლების განმავლობაში არსებულ დიდ პრობლემას მოუგვარებს“, – განაცხადა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლევან ჯაფარიძემ.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „რიალ ენერჯი“ ასრულებს.

222222222222

კომენტარი