10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ამსტერდამს

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ესტუმროთ ამსტერდამს

148
გაზიარება

ამსტერდამი XII საუკუნეში მეთევზეთა პატარა სოფელი უფრო იყო, ხოლო დღეს ნიდერლანდების დედაქალაქი და ასევე, უდიდესი ქალაქია. მიზეზები კი, თუ რატომ უნდა ეწვიოთ მას, ასეთია:

1. მსოფლიოს მასშტაბით, ამსტერდამი ერთ-ერთი მოწესრიგებული და სუფთა ქალაქია, თავისი კულტურული მემკვიდრეობებითა და გამორჩეული არქიტექტურით.

Capture

2. ფაქტობრივად, ამსტერდამის მოსახლეობის 86%, 2-ზე მეტ ენაზე საუბრობს, რაც მოგზაურობისას საქმეს გაგიმარტივებთ.

,.

3. კულტურული ნაირსახეობა გამოიხატება კულინარიაშიც, რადგან თქვენ აქ შეხვდებით როგორც ინდურ, ასევე სამხრეთ აფრიკულ და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოს.

Capture

4. აქ შეხვდებით ყველის მუზეუმს, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. მუზეუმში ყოფნისას შეგეძლებათ გაიგოთ, თუ როგორ ამზადებენ ჰოლანდიელები ყველს.

Capture

5. ამსტერდამი პროგრესული ქალაქია, სადაც ყოველწლიურად სხვადასხვა სახის ფესტივალი იმართება, რომელიც ტურისტებში დიდ ემოციებსა და სიხარულს იწვევს.

Capture

6. მარტივად შესაძლებელია ველოსიპედით ქალაქში გადაადგილება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ტურისტებს ამსტერდამი განსაკუთრებით მოსწონთ.

ჯკჯკჰჯკ

7. სახლები – გამორჩეულები და ფერადები, რომელთა დანახვაც დიდ სიამოვნებას მოგგვრით.

ზ

8. თუ გიზიდავთ თავგადასავლები, მაშინ ამსტერდამი თქვენი ქალაქია. იქ ყველა მიწაზე არ ცხოვრობს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წყალზე ტივტივს ამჯობინებს.

Capture

9. ამსტერდამი ცნობილია, როგორც ყვავილების ქალაქი.

Capture2

10. და ბოლოს, ვან გოგის მუზეუმი, რომლის უნახავადაც ამსტერდამიდან არ უნდა წამოხვიდეთ.

amsterdam_museums_2

მოამზადა ნათია კოსტავამ

კომენტარი