“ადამიანებს უნდა შეეძლოთ სუფთა მდინარის ხილვა და იქ განვითარებული რეკრეაციული ზონებით სარგებლობა”

“ადამიანებს უნდა შეეძლოთ სუფთა მდინარის ხილვა და იქ განვითარებული რეკრეაციული ზონებით სარგებლობა”

355
გაზიარება

თბილისის მიწათსარგებლობის ახლად დამტკიცებული გენერალური გეგმის ჯგუფის, “სითი ინსტიტუტი საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღებას დოკუმენტის იმ ნაწილზე ამახვილებს, რომელიც საზოგადოებას მწვანე სივრცეებით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
“ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს წვდომა მწვანე სივრცეებთან. სარეკრეაციო ზონები მაქსიმალურად უნდა განვითარდეს, მთები და ფერდობები ლანდშაფტური სახით შენარჩუნდეს.
მნიშვნელოვანია, რომ სატყეო ტერიტორიები ხელშეუხებლადაა მიჩნეული. ეს, დაახლოებით, 14 000 ჰექტარამდე ტერიტორიაა, რომელიც აქამდე არსებულ გენგეგმაზე დატანილი არ იყო.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი კი მდინარისა და ქალაქის ურთიერთმიმართებაა. ადამიანებს უნდა შეეძლოთ სუფთა მდინარის ხილვა და იქ განვითარებული რეკრეაციული ზონებით სარგებლობა.”- აღნიშნავს მამუკა სალუქვაძე.

კომენტარი