“გენგეგმა ერთგვარი კონსტიტუციაა, რომლის ქოლგის ქვეშაც უნდა ვითარდებოდეს ქალაქი”

“გენგეგმა ერთგვარი კონსტიტუციაა, რომლის ქოლგის ქვეშაც უნდა ვითარდებოდეს ქალაქი”

126
გაზიარება

თბილისის  საკრებულოს სხდომაზე, სადაც  თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ მსჯელობენ, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გენგეგმა სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტია.
„ჩვენ გვაქვს სწორი დამოკიდებულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს  ქალაქი. მიუხედავად ამისა, ჩვენ  გვაკლდა ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს იყო  გენერალური გეგმა,  ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია, რომლის ქოლგის ქვეშაც უნდა ხორციელდებოდეს ქალაქის განვითარება,“ – განაცხადა ლევან  ჟორჟოლიანმა.
ლევან ჟორჟოლიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია ასევე განაშენიანების რეგულირების წესებში ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს გენერალური გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხორციელებას.
„ეს ცვლილებები აუცილებელია, რომ ქალაქში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ქაოსური  განაშენიანება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, K2 კოეფიციენტის გადამეტება იკრძალება და ეს ეხება კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს, დაუმთავრებელ შენობებს და ავარიულ შენობებს,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარი