მდინარაძე: გენერალური გეგმა თბილისის და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული

მდინარაძე: გენერალური გეგმა თბილისის და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული

87
გაზიარება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის შეფასებით, გენერალური გეგმა თბილისის და თბილისელების ინტერესებზეა მორგებული.
“რთული მუშაობის შედეგად შემუშავდა იმგვარი გენერალური გეგმა, რომელიც სწორ მიმართულებას მისცემს დედაქალაქის განაშენიანებას. დროთა განმავლობაში ჩვენ მივიღებთ არა მხოლოდ სწორ სამშენებლო რეგულაციებს, არამედ ერთიანი იერსახის ფარგლებში განაშენიანებულ დედაქალაქს.
გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ტყუილებით ცდილობენ დააკნინონ ამ ამბის მნიშვნელობა, მაგრამ ერთია ტყუილზე აგებული კომენტარი  და მეორეა რა წერია დოკუმენტში, რომელიც დამატებითი ბერკეტია იმისათვის, რომ ქალაქის დამახინჯებული იერსახე თვისობრივად გამოსწორდეს”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარი