მერაბ ბოლქვაძე – აუცილებელია, რომ ავტომობილებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ

მერაბ ბოლქვაძე – აუცილებელია, რომ ავტომობილებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ

217
გაზიარება
“სითი ინსტიტუტი საქართველოს” ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გასატარებლად, აუცილებელია, რომ ავტომობილებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდეთ. მისი განმარტებით, აღნიშნული პოლიტიკა მხოლოდ ელექტროავტობუსების შემოყვანას არ გულისხმობს.
“მანქანებს გარკვეული შეზღუდვები ექნებათ. ეს სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის განსავითარებლად აუცილებელი წინაპირობაა, მათ შორის, იგულისხმება არამარტო ელექტროავტობუსები და ამ ტიპის ტექნიკა, არამედ მეტროს ღია წესით განვითარებაც. შეიძლება საუბარი იყოს ტრამვაის განვითარებაზე ან ზოგადად, ელექტროტრანსპორტზე. ტენდენციაც სწორედ ამ მიმართულებით იქნება,”- აცხადებს მერაბ ბოლქვაძე.

 

კომენტარი