ამხანაგობების პროექტები ნაძალადევის15 მისამართზე მიმდინარეობს

ამხანაგობების პროექტები ნაძალადევის15 მისამართზე მიმდინარეობს

154
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 15 მისამართზე მიმდინარეობს.
ერთ-ერთი პროექტი ც. დადიანის ქუჩის N65-ში ხორციელდება, სადაც წყალარინების ქსელს რეაბილიტაცია უტარდება – მოეწყო 8 საკომუნიკაციო ჭა და მილები 276 გრძივ მეტრზე იცვლება. კორპუსში 108 ოჯახი ცხოვრობს.
აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
„რაიონის მასშტაბით, საცხოვრებელ შენობებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ც. დადიანის ქუჩა N65-ში 12-სართულიანი კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელის რეაბილიტაცია სრულდება, რის შემდეგაც აღნიშნულ ტერიტორიაზე დაიგება ასფალტის საფარი.“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვის ბიუჯეტიდან 49 070 ლარი გამოიყოფა.

კომენტარი