გენდერული თანასწორობა გერმანულად – ტრანსპორტში ქალები კაცებზე 21%-ით ნაკლებს გადაიხდიან

გენდერული თანასწორობა გერმანულად – ტრანსპორტში ქალები კაცებზე 21%-ით ნაკლებს გადაიხდიან

225
გაზიარება

საქსტატის ბოლო მონაცემების თანახმად, საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი ( 906 ლარი),  დაახლოებით, 30%-ით ნაკლებია ვიდრე კაცების ( 1486 ლარი). თითქმის ანალოგიური სიტუაციაა გერმანიაშიც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იქ კაცების საშუალო ხელფასი ქალებისას 21 %-ით აღემატება.
ამ გენდერული დისბალანსის აღმოსაფხვრელად, ბერლინის თვითმმართველობამ ქალებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დიდი ფასდაკლება გამოაცხადა.  ერთი თვის განმავლობაში ქალები ბერლინში კაცებთან შედარებით 21 %- ით ნაკლებს გადაიხდიან.
ქალები შეღავათებით ისარგებლებენ  როგორც მეტროში, ასევე ტრამვაით და ავტობუსით მგზავრობისას.
მოკლედ, 18 მარტიდან ქალები მგზავრობაში 7 ევროს ნაცვლად 5.5 ევროს გადაიხდიან. ამ დროებითი აქციის გამო, ბერლინის ხელმძღვანელობამ მამაკაცებს ბოდიში მოუხადა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ხელფასებში ოცდაერთპროცენტიანი  ჩამორჩენა  ქალების დისკრიმინაციაა და ამისთვის მათ ბოდიშს არავინ უხდის.

კომენტარი