ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახის დათესვა დაიწყო

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახის დათესვა დაიწყო

302
გაზიარება

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარედ, 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახის დათესვა დაიწყო.
ვახუშტის ხიდის მიმდებარედ (ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარედ), 2018 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში, 351 ძირი, სამი სახეობის არანაკლებ 3 მეტრის სიმაღლის ხე დაირგო. აქედან 186 ძირი აკაცია, 75 ძირი ჰიმალაის კედარი და 90 ძირი ნეკერჩხალია.
მიმდინარე წელს ბალახი ჰიდრო თესვის პრინციპით 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაითესება.

კომენტარი