ლევან ბერიძე – გენგეგმაში ჩადებული კონცეფცია მისაღებია, მთავარი მისი აღსრულებაა

ლევან ბერიძე – გენგეგმაში ჩადებული კონცეფცია მისაღებია, მთავარი მისი აღსრულებაა

179
გაზიარება

არქიტექტორი ლევან ბერიძე გენგეგმის დამტკიცებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დოკუმენტში ჩადებული კონცეფცია მისაღები და განსახორციელებელია. მისივე განმარტებით, მთავარი ამ გეგმის აღსრულების მექანიზმია.
,,გენგეგმაში არის ისეთი საკითხები, რომლებიც დამუშავებას, უკეთ შესწავლას და გაანალიზებას მოითხოვს. მაგალითად, სატრანსპორტო საკითხები, რომლებიც მეტ ჩაღრმავებას საჭიროებს. აღნიშნულ საკითხში მთავარია პოლიტიკური ნება – ერთია, რომ არსებობს გეგმა და მეორეა აღსრულების მექანიზმი. ეს არის ისეთი დოკუმენტი, რომელიც უნდა შესრულდეს, რადგან მასში, ქალაქის განვითარებისთვის, ბევრი კარგი რამ არის.” – განაცხადა ლევან ბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 15 მარტს დამტკიცდა. 3-წლიანი მუშაობის შემდეგ საკრებულომ ის საბოლოოდ განიხილა და 37 ხმით 4-ის წინააღმდეგ კენჭი უყარა.

კომენტარი