ქუჩები, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებაზე გაჩერდებიან

ქუჩები, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებაზე გაჩერდებიან

288
გაზიარება

14 ქუჩას, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებაზე გაჩერდებიან 12 ქუჩა დაემატება. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მიკროავტობუსების გაჩერება წერეთლის, თამარ მეფის, ქეთევან წამებულისა და რობაქიძის გამზირებზე შეიზღუდება.
დანარჩენი 8 ქუჩა, სადაც გაჩერებები იზღუდება ხვალ, თბილისის  მთავრობის სხდომაზე გაირკვევა.
ამჟამად  გაჩერებებზე შეზღუდვები შემდეგ ქუჩებზე მოქმედებს: ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირები, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩა, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანი და კახეთის გზატკეცილი.

კომენტარი