დიდუბის გამგეობამ ტურნირი- „დიდუბე 2019“ – ჩაატარა

დიდუბის გამგეობამ ტურნირი- „დიდუბე 2019“ – ჩაატარა

165
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ტურნირი „დიდუბე 2019“ გაიმართა.
ტურნირი წყვილთა და ერთეულთა თანრიგში გაიმართა და მასში მონაწილეობა 100-მდე მოყვარულმა ჩოგბურთელმა მიიღო. წყვილთა შორის გამარჯვება ზვიად კალმახელიძემ და სანდრო ხოჭოლავამ მოიპოვეს, ხოლო ერთეულებში – ერეკლე მამულაშვილმა.
ჩოგბურთის ტურნირში გამარჯვებულებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან მედლები, სიგელები, საპატიო თასი და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ჩოგბურთის ტურნირი „დიდუბე-2019“, რომელსაც თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, „მზიურისა“ და კომპლექსური სპორტული ცენტრის ჩოგბურთის კორტებზე ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

კომენტარი