თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მიღება განახლდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მიღება განახლდა

122
გაზიარება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგა და მგზავრთა მიღება განახლდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“, ტექნიკური მიზეზის გამო, შეჩერდა მეტროს ერთი შემდგენლობა და საჭირო გახდა მისი ჩიხში გადაყვანა. აღნიშნულის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი 15 წუთის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა მგზავრებს
საბურთალოს ხაზზე შეფერხება არ ყოფილა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს მგზავრებს, შექმნილი დისკომფორტისთვის, ბოდიშს უხდის.

კომენტარი