„Numbeo“- მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქებს შორის თბილისი მე-15 ადგილზეა

„Numbeo“- მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქებს შორის თბილისი მე-15 ადგილზეა

146
გაზიარება

2019 წლის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს 15 ყველაზე უსაფრთხო ქალაქების ჩამონათვალშია. თბილისთან ერთად, მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქებს შორის დასახელდნენ: მიუნჰენი, ციურიხი, ჰონკონგი, აბუ-დაბი და ოსაკა.
შსს-ს ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევითმა პორტალმა, „Numbeo“-მ  უსაფრთხოებისა და კრიმინალური ინდექსები გამოიანგარიშა მსოფლიოს 337 ქალაქში.
თბილისში დანაშაულის დონე შეფასებულია, როგორც ძალიან დაბალი (15,64). ძალიან დაბალი მაჩვენებლით არის შეფასებული ავტომანქანების გატაცება (10,73), თავდასხმა და შეიარაღებული ძარცვა (16,86). როგორც კვლევაშია მითითებული, თბილისში პიროვნების უსაფრთხოების ინდექსი დღის საათებში ძალიან მაღალია (91,4). იგივე ინდექსი მაღალია ღამის საათებშიც – 78,18.
გასულ წელს ანალოგიური კვლევაში თბილისმა 327 ქალაქს შორის მე-16 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ Numbeo“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებსა და ქალაქებში ცხოვრების პირობებს, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ ვითარებას აფასებს.

კომენტარი