მთაწმინდის პანთეონში მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს

მთაწმინდის პანთეონში მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს

835
გაზიარება

მთაწმინდის პანთეონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისას, მიწისქვეშ ძველი საფლავის ქვა აღმოაჩინეს. აღმოჩენას არქეოლოგები შეისწავლიან. ამ ეტაპზე, აღმოჩენის ადგილას შეჩერებულია სამუშაოები.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოებს 1,5 თვეა აწარმოებს. სამუშაოების აუცილებლობა განაპირობა დატბორვის რისკებმა, ვინაიდან ამ ტერიტორიაზე სადრენაჟე ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.
სადრენაჟე სისტემის მოწყობაზე თბილისის მერიის ბიუჯეტიდან დაახლოებით 100 000 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „პალიტრა“ აწარმოებს და ის ივლისში დასრულდება.

მმმმმმმ

კომენტარი