ნაძალადევის რაიონში საგზაო პროექტების განხორციელება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში საგზაო პროექტების განხორციელება გრძელდება

128
გაზიარება

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირიდან კაკაბაძისა და სადმელის ქუჩების კვეთამდე მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა – მოეწყო ბორდიური და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.
გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 50 000 ლარი დაიხარჯა. ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შესრულდა.

კომენტარი