ორხევში ახალი სკვერები და სპორტული მოედნები ეწყობა

ორხევში ახალი სკვერები და სპორტული მოედნები ეწყობა

111
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა ორხევში სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა გულედანმა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძესთან ერთად დაათვალიერა.
მუხაძის ქუჩა N6-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი მოეწყო. 500 კვ.მ ფართობზე საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონი და საბაღე სკამები განთავსდება. სკვერი შემოღობილია, მოეწყო გარე განათების სისტემა და საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა. პროექტის შესასრულებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 56 ათასი ლარი გამოიყო.
აღნიშნულ მისამართზე სპორტული მოედნის მოწყობაც მიმდინარეობს, რომელიც ერთ კვირაში გაიხსნება. ამ ეტაპზე, უკვე სრულდება ხელოვნური საფარის დაგების სამუშაოები. 520 კვ.მ ფართობის სპორტული მოედნის მოწყობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 72 ათასი ლარი გამოიყო.
ორხევში დასასვენებელი სივრცეების მოწყობის სამუშაოები სხვა მისამართებზეც მიმდინარეობს, მათ შორის, ჩანტლაძის N30-ის მიმდებარედ, სადაც 3 000 კვ.მ ფართობის დასასვენებელ სივრცეში ატრაქციონები და ფიტნეს ტრენაჟორები მონტაჟდება.

კომენტარი