ხუდადოვის ქუჩაზე შიდაკვარტალურ გზას აწესრიგებენ

ხუდადოვის ქუჩაზე შიდაკვარტალურ გზას აწესრიგებენ

109
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, ხუდადოვის ქუჩაზე 2000 კვადრატულ მეტრზე, შიდაკვარტალური გზის მოწესრიგება მიმდინარეობს.
სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე გაეცნენ.
სამუშაოების ფარგლებში, რომლისთვისაც ჩუღურეთის რაიონის გამგეობიდან 60 000 ლარი გამოიყო, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა.
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოებს შპს „ბი ემ სი“ ასრულებს.

კომენტარი